Data de nascimento:
06 de julho de 1952 (
73 anos)
Atividades:
Ator
Local de nascimento:
Batumi, Georgian SSR, USSR
Anos ativo:
2011 - presente
ზურაბ ცინცქილაძე
ზურაბ ცინცქილაძე (დ. 6 ივლისი, 1952, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი. ღირსების ორდენის კავალერი (2002), მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1973 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1977-2003 წლებში მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი. 1987 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1991 წელს დააფუძნა კინოსტუდია „აჭარა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
2000 წელს დააფუძნა ხელოვანთა ლიგა, 2006 წელს დააფუძნა თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია და ხელმძღვანელობას უწევს ორგანიზაციის კულტურულ შემოქმედებით პროგრამებს.
Nós utilizamos cookies para garantir que você tenha a melhor experiência em nosso site. Se você continua a usar este site, assumimos que você está satisfeito.